ყვარყვარე III ჯაყელი
ვიკიპედიიდან
ყვარყვარე III ჯაყელი (― † 1535), სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1516-1535, ქაიხოსრო I-ის ძე. ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს შეეცილდნენ ტახტს მზეჭაბუკის ძმა მანუჩარ და ძმიშვილი ყვარყვარე III . თავდაპირველად მანუჩარის მომხრე თავადებმა ყვარყვარე III დაამარცხეს, მაგრამ ირანის შაჰის დახმარებით ათაბაგობა ყვარყვარე III-მ ჩაიგდო. საათაბაგო სპარსეთის ვასალი გახდა. მალე ყვარყვარე III შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით შედგენილ ანტიოსმალურ კოალიციას შეუერთდა. თურქები დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყნის და განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს. 1535 იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგოში ამ ბრძოლის შედეგად საათაბაგო გააუქმა, სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი იმერეთს შეუერთდა, ხოლო ჯავახეთი - ქართლის სამეფოს.