მარუაშვილი, გიორგი
ვიკიპედიიდან
მარუაშვილი, გიორგი მინას ძე (* 10 დეკემბერი, 23 დეკემბერი, 1910, ქარელი ― † ??? 1989, თბილისი) - საბჭოთა ეპოქის ქართველი პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1955), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1960). სკკპ წევრი 1945-იდან. 1933 დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცონო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1944-დან დირექტორია), ერთდროულად (1959-1962) იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი, 1974-იდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პარაზიტოლოგია. მარუაშვილმა დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლის ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, ბრუცელოზს და ნაწლავთა ინფექციებს. საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქინელოზი, ე.წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტოსომატოზი. საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.