1945
ვიკიპედიიდან
წლები : | 1942 1943 1944 1945 1946 1947 1948 |
საუკუნე: | XIX · XX · XXI |
ათწლ.: | [[{{{აწ3}}}]] [[{{{აწ2}}}]] [[{{{აწ1}}}]] [[{{{ა}}}]] [[{{{აშ1}}}]] [[{{{აშ2}}}]] [[{{{აშ3}}}]] |
წლები: | 1942 · 1943 · 1944 1945 1946 · 1947 · 1948 |
სექციების სია |
[რედაქტირება] მოვლენები
- 17 იანვარი : საბჭოთა არმიამ აიღო ქ. ვარშავა.
- 4 თებერვალი : იალტის კონფერენცია - ქ. იალტაში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტიფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და სსრ კავშირის ლიდერი ი. სტალინი.
- 13 თებერვალი : საბჭოთა არმიამ აიღო ქ. ბუდაპეშტი.
- 6 მარტი : რუმინეთში ჩამოყალიბდა კომუნისტური ხელისუფლება.
- 1 აპრილი : აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ კუნძულ ოკინავაზე (იაპონია).
- 4 აპრილი : საბჭოთა არმიამ დაასრულა უნგრეთის განთავისუფლება.
- 12 აპრილი : აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი გახდა ჰარი ტრუმენი.
- 25 აპრილი : საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცები შეხვდნენ მდინარე ელბაზე.
- 27 აპრილი : შეიქმნა ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.
- 28 აპრილი : იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს ბენიტო მუსოლინი.
- 29 აპრილი : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
- 30 აპრილი : გარდაუვალი შურისძიების შიშით თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა.
- 30 აპრილი : საბჭოთა არმიამ იერიშით აიღო ქალაქი ბერლინი.
- 2 მაისი : ი. სტალინმა ხელი მოაწერა დადგენილებას გერმანიის ტერიტორიაზე სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების თაობაზე.
- 9 მაისი : საბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს ქალაქი პრაღა.
- 16 ივლისი : აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად ჩატარდა ატომური ბომბის აფეთქების ექსპერიმენტი.
- 17 ივლისი : გერმანიის ქ. პოტსდამში დაიწყო პოტსდამის კონფერენცია.
- 26 ივლისი : ხელი მოეწერა პოტსდამის ხელშეკრულებას.
- 28 ივლისი : იაპონიამ უარი განაცხადა პოტსდამის დეკლარაციის მიღებაზე.
- 6 აგვისტო : აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავმა იაპონიის ქ. ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი.
- 8 აგვისტო : სსრ კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას. საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ მანჯურიაში.
- 9 აგვისტო : აშშ-ის საბრძოლო თვითვმფრინავმა იაპონიის ქ. ნაგასაკიში ჩამოაგდო ატომური ბომბი.
- 14 აგვისტო : იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ მიიღო პოტსდამის დეკლარაცია.
- 15 აგვისტო : იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ რადიოში გამოაცხადა კაპიტულაცია.
- 17 აგვისტო : ინდონეზიის ნაციონალისტებმა გამოაცხადეს ინდონეზიის დამოუკიდებლობა. ნიდერლანდმა არ იცნო.
- 2 სექტემბერი : ჰოშიმინმა გამოაქვეყნა დეკლარაცია ვიეტნამის დამოუკიდებლობის თაობაზე.
- 20 სექტემბერი : მაჰათმა განდიმ და ჯავაჰარლალ ნეჰრუმ ბრიტანეთის არმიას მოსთხოვეს ინდოეთის დატოვება.
- 24 ოქტომბერი : დაარსდა გაერო.
- 13 ნოემბერი : საფრანგეთის დროებითი ხელისუფლების მეთაურად არჩეულ იქნა შარლ დე გოლი.
- 20 ნოემბერი : დაიწყო ნიურნბერგის პროცესი.
- 29 ნოემბერი : გამოცხადდა იუგოსლავიის სახალხო რესპუბლიკა. მისი პრეზიდენტი გახდა ი. ტიტო.
[რედაქტირება] დაიბადნენ
- 30 მარტი : კლაპტონი, ერიკ - ამერიკელი გიტარისტი და მუსიკოსი
- 19 ივნისი : აუნგ სან სუ კი - მიანარელი პოლიტიკური მოღვაწე
- 11 სექტემბერი : ბეკენბაუერი, ფრანც - გერმანელი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე
- 28 დეკემბერი : ბირენდრა - ნეპალის მეფე (გ.2001)
[რედაქტირება] გარდაცვლილნი
- 4 თებერვალი : ჰაბიბ, იუსუფი - ტაჯიკი პოეტი (დ.1916)
- 26 მარტი : შაპოშნიკოვი, ბორის - რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1882)
- 27 მარტი : ჰალიდ ზია უშაქლიგილი - თურქი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (დ.1866)
- 31 მარტი : ფიშერი, ჰანს - გერმანელი ქიმიკოსი (დ.1881)
- 9 აპრილი : კანარისი, ვილჰელმ - გერმანელი ადმირალი (დ.1887)
- 28 აპრილი : მუსოლინი, ბენიტო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1883)
- 30 აპრილი : ჰიტლერი, ადოლფ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1889)
- 10 მაისი : გლიუკსი, რიხარდ - გერმანელი სამხედრო მოღვაწე
- 23 მაისი : ჰიმლერი, ჰაინრიხ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1900)
- 20 ივლისი : ვალერი, პოლ - ფრანგი პოეტი (დ.1871)
- 26 სექტემბერი : ბარტოკი, ბელა - უნგრელი კომპოზიტორი (დ.1881)
- 26 ოქტომბერი : პერიო, პოლ - ფრანგი მკვლევარი (დ.1878)
- 20 ნოემბერი : ასტონი, ფრენსის - ინგლისელი ფიზიკოსი (დ.1877)
[რედაქტირება] ნობელის პრემიის ლაურეატები
- ფიზიკა : პაული, ვოლფგანგ
- ქიმია : ვირტანენი, არტური ილმარი
- ფიზიოლოგია და მედიცინა : ფლემინგი, ალექსანდერ; ჩეინი, ერნსტ; ფლორი, ჰაუარდ
- ლიტერატურა : მისტრალი, გაბრიელა
- მშვიდობა : ჰალი, კორდელ