მარცელუს I
ვიკიპედიიდან
მარცელუს I (ლათ. Marcellus) (* ???; † 309) - რომის პაპი 308-309 წ.წ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მარცელუსს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა პაპის ტახტზე. მისი პირველი ამოცანა ყოფილა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ დაშლილი ეკლესიის რეორგანიზაცია. "მღვედლმთავართა წიგნი"-ს (ლათ. Liber Pontificalis) თანახმად მას 25 ახალი ეკლესია და კატაკომბა ვია სალარიაზე აუშენებია. ქრისტიანთა უფლებების სახალხოდ დაცვის გამო იმპერატორ მაქსენტიუსს მარცელუსი რომიდან აუძევებია.
მარცელუსი გარდაიცვალა 309 წელს. დასაფლავებულია რომში, კალიქსტეს კატაკომბაში. კათოლიკურმა ეკლასიამ იგი წმინდანად შერაცხა.