რომი
ვიკიპედიიდან
- რომის სხვა მნიშვნელობები იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი).
![]() |
|
მდებარეობა | |
ქვეყანა | იტალია |
რეგიონი | ლატიუმი |
ზოგადი ინფორმაცია | |
ფართობი | 1,285 კმ² |
მოსახლეობა (2006 ცენზით) | |
საერთო | 2.547.677 |
სიმჭიდროვე | 1,983 ად./კმ² |
მდებარეობა | 41°54′N 12°30′E |
სიმბოლოები | |
![]() რომის გერბი |
|
ქალაქის მერია | |
ქალაქის მერი | ვალტერ ველტრონი |
ოფიციალური ვებგვერდი: http://www.comune.roma.it |
რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლატიუმის რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენსს, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა -- დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ვალტერ ველტრონი (2005).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.
ქალაქის ისტორია დაახლოებით 2.800 წელს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ის მართავდა ძველ რომს (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს, იტალიის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკას.