მახნო, ნესტორ
ვიკიპედიიდან
ნესტორ ივანეს ზე მახნო (მიხნო, მიხნენკო), (26 ოქტომბერი 1888, სოფელი გულიაი–პოლე, ეკატერინოსლავის გუბერნიის — 25 ივლისი 1934, პარიზი) — ანარქისტი, სამოქალაქო ომის დროს "აჯანყებულთა რევოლუციონერული არმიის" ხელმძღვანელი უკრაინაში, მოკავშირე, შემდგომ კი მოწინააღმდეგე ბოლშევიკებისა. ცნობილია როგორც батько Махно (ამ ხელმოწერით გასცემდა სამხედრო ბრძანებებს).