მელოტა
ვიკიპედიიდან
მელოტა (Fulica atra), ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა, ავსტრალიაში და ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. საქართველოშიც ბუდობს. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და რიგ ტბებზე (პალიასტომი). მელოტა კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება წყლის მცენარეებით, მოლუსკებით, მწერებით. სანადირო ობიექტია.