მიკროეკონომიკა
ვიკიპედიიდან
მიკროეკონომიკა (სიტყვასიტყვით, ძალიან მცირე ეკონომიკა) ინდივიდუალურ მომხმარებელთა, საწარმოთა და ინდუსტრიათა საქციელსა და მათ შორის პროდუქციისა და შემოსავლების გადანაწილებას შეისწავლის. ის იხილავს ინდივიდუმებს, როგორც მუშახელისა და კაპიტალის მომწოდებლებს, და ასევე, როგორც საბოლოო პროდუქტის მომხმარებლებს. ის აანალიზებს ფირმებს, როგორც პროდუქციის მომწოდებლებს, და ასევე, როგორც მუშახელისა და კაპიტალის მომხმარებლებს.
მიკროეკონომიკის მიზანია გაანალიზოს საბაზრო ფორმა ან სხვა ტიპის მექანიზმი, რომელიც აყალიბებს შესაბამის ფასებს საქონელსა და მომსახურეობებისთვის და/ან ანაწილებს საზოგადოების რესურსებს მათი მრავალი ალტერნატიული გამოყენების მიხედვით.