ეკონომიკა
ვიკიპედიიდან
ეკონომიკა (ბერძ. οίκος - სახლი, და νομος - ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურეობის წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:
1) საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
2) მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
3) მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეკონომიკის ისტორია
მიღებულია აზრი იმის თაობე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმიტის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმიტის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი ”კაპიტალი” და მოძღვრება მარქსიზმი. მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, პირველ რიგში ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.
ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არამარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის "კიბოც". მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, მენგერი, ბომ–ბავერკი, ვიზერი (19-ე საუკუნე), მიზესი, ჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (20-ე საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.
[რედაქტირება] ეკონომიკის დარგები
ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:
- მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros - მცირე) - შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
- მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros - დიდი) - შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
- ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
- საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
- საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
- წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
- ეკონომიკურ ზრდაზე.
მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.
ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემა მრავალ სხვა დარგს მოიცავს, ესენია:
- განვითარების ეკონომიკა
- ეკონომიკური გეოგრაფია
- ეკონომეტრიკა
- საერთაშორისო ეკონომიკა
- საინფორმაციო ეკონომიკა
- სამხედრო ეკონომიკა
- საფინანსო ეკონომიკა
- საქალაქო ეკონომიკა
- შრომის ეკონომიკა
[რედაქტირება] ეკონომიკური ცნებები და ტერმინები
გეგმიური ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა – ეკონომიკური ფორმაცია - ეკონომიკური ზრდა - მოთხოვნა და მიწოდება - მონეტარული პოლიტიკა - მოხმარების თეორია -პოლიტიკური ეკონომია – საბაზრო ეკონომიკა – საერთაშორისო ვაჭრობა - სოციალური საბაზრო ეკონომიკა - ფინანსები - ფისკალური პოლიტიკა
[რედაქტირება] ეკონომიკური სკოლები და მიმდინარეობები
- ავსტრიული ეკონომიკური სკოლა
- ინსტიტუციონალისტები
- ისტორიული ეკონომიკური სკოლა
- კეინესის ეკონომიკა
- კლასიკური ეკონომიკური სკოლა
- ლუიზიანის სკოლა
- მარქსისტული ეკონომიკა
- მერკანტილიზმი
- მწვანე ეკონომისტები
- ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლა
- სტოკჰოლმის სკოლა
- სოციალისტური ეკონომიკა
- ჩიკაგოს სკოლა
- ფიზიოკრატები
- ფეიბურგის სკოლა