მირიან II
ვიკიპედიიდან
მირიან II, მირვანი, ქართლის (იბერიის) მეფე, ფარნავაზიანთა დინასტიის მე-4 მეფის ფარნაჯომის ძე. "ქართლის ცხოვრების" ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა). შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მას მიაწერეს მცხეთაში ქალაქის მშენებლობის დაწყებას.