მურჯახეთის ბრძოლა 1535
ვიკიპედიიდან
მურჯახეთის ბრძოლა 1535, ბრძოლა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ის ლაშქარს შორის. ოსმალთა გავლენის დამყარება სამცხე-საათაბაგოში დიდ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. სეპარატული მიზნების გამო ოსმალებს მხარს უჭერდა ათაბაგი ყვარყვარე III. ასეთი ვითარება ამწვავებდა ურთიერთობას იმერეთის სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოს შორის. ბაგრატ III-მ ოდიშისა და გურიის სამთავროს ლასქართან ერთად სამცხე-საათაბაგოს დასამორჩილებლად გაილასქრა. ბრძოლა მოხდა სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის რაიონი). მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ გაიმარჯვა და სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთა. ჭანეთი და აჭარა გურიელს გადაეცა. თვით ყვარყვარე III დაატყვევეს და შემდეგში ტყვეობაში გარდაიცვალა. ამ დროიდან 1545-მდე სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოში შედიოდა. მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთი უფრო აგრესიული გახდა დასავლეთ საქართველოს მიმართ (სოხოისტის ბრძოლა 1545).