ნეფერტიტი
ვიკიპედიიდან
ნეფერტიტი იყო დიდი ქალბატონი, მეუღლე ეგვიპტის ფარაონი ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი), და ფარაონი ტუტანხამონის სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე. მისი სახელი დაახლ. ნიშნავს "ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა". საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ალტეს მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე.