ობელისკი
ვიკიპედიიდან
ობელისკი (ბერძნ. obeliskos, სიტყვასიტყვით - მცირე შამფური), წახნაგოვანი (უმთავრესად კვადრატული), ზევითკენ თანდათან დავისწროებული და ბოლოში წამახვილებული ქვის სვეტი. ობელისკი გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. დგამდნენ როგორც ძეგლს სასახლეებისა და ტაძრების წინ. ეგვიპტიდან წამოღებულ მონოლითურ ობელისკებს ევროპაში იყენებდნენ ქალაქთმშენებლობაში, არქიტექტურული ანსამბლების კომპოზიციური აქცენტის შესაქმნელად (ობელისკი პიაცა დელ პოპოლოზე რომში, დაიდგა 1589, არქიტექტორი კ. ფონტანა). ობელისკი ფართოდ გავრცელდა როგორც ძეგლისა და მონუმენტის ტიპი.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |