ორბელიანი, ილია
ვიკიპედიიდან
ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (* 1818, თბილისი ― † 8 დეკემბერი/20 დეკემბერი, 1853, ალექსანდროპოლი, ახლანდელი გუმრი, სომხეთი, დაკრძალულია თბილისში), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1851). გ. ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832). 1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეწთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1851-1853 წლებში ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში (ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა).