ვიკიპედიიდან
8 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 342-ე დღე (ნაკიან წლებში – 343-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 23 დღე.
- 1609 : ევროპაში მეორე საჯარო ბიბლიოთეკა ამბროსიანას სამკითხველო გაიხსნა მილანში.
- 1854 : პაპი პიუს IX აქვეყნებს დოგმას უმწიკვლო ჩასახვის შესახებ, რომლის მიხდევით ქალწული მარიამი საწყისი ცოდვის გარეშე დაიბადა.
- 1907 : გუსტავ V შვედეთის მეფედ აკურთხეს.
- 1925 : ადოლფ ჰიტლერმა გამოაქვეყნა წიგნი "ჩემი ბრძოლა" (Mein Kampf).
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - იაპონელთა მიერ პერლ ჰარბორზე იერიშის მიტანის გამო აშშ-ის კონგრესი იღებს დეკლარაციას იაპონიისთვის ომის გამოცხადებაზე.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჩინეთის რესპუბლიკა ოფიციალურად ომს უცხადებს იაპონიას, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ.
- 1941 : ჰონკონგის ბრძოლა - პერლ ჰარბორზე თავდასხმიდან 8 საათში იაპონია ბრიტანეთის სამეფოს კოლონია ჰონკონგში იჭრება.
- 1941 : ჰოლოკოსტი - სასჯელის სისრულეში მოყვანისთვის ნაცისტებმა პირველად გამოიყენესგაზის კამერა ჩელმნოს გამანადგურებელ ბანაკში ლოძთან, პოლონეთი.
- 1949 : ჩინეთის სამოქალაქო ომი - ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ნანკინიდან ტაიპეიში (ტაივანი) იქნა გადატანილი.
- 1976 : ჯგუფი Eagles უშვებს ალბომს Hotel California.
- 1980 : ჯონ ლენონი მოკლულ იქნა მარკ დევიდ ჩაპმანის მიერ გასროლილი ტყვიით დაკოტას შენობასთან ნიუ-იორკში.
- 1991 : რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ლიდერები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც აუქმებს საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას აყალიბებს.
- 1993 : ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევიდა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონის ხელმოწერით.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: