პავლოვა, ანა
ვიკიპედიიდან
ანა პავლოვა (Анна Павловна Павлова) (*31 იანვარი/12 თებერვალი, 1881 - 23 იანვარი, 1931) -- მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი ბალერინა.
დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, ხელმოკლე გლეხის ოჯახში. საკუთარი განცხადებით მამამისი გარდაიცვალა, როცა ანა ორი წლის იყო. 8 წლის ასაკში საიმპერატორო ბალეტის სკოლაში არ მიიღეს მცირე ასაკის გამო. 10 წლისა ჩაირიცხა და იქვე სწავლობდა 16 წლამდე. სწავლის დასრულების შემდეგ მარიინსკის თეატრში ცეკვავდა. ბალე-რუსის პირველ წლებში მცირე ხნით მოღვაწეობდა სერგეი დიაგილევთან, სანამ საკუთარ დასს დააარსებდა, რის შემდეგაც მსოფლიო ტურებზე მიემართება.