ჟან პაული
ვიკიპედიიდან
ჟან პაული (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰან პაულ ფრიდრიხ რიხტერი), (* 21 მარტი, 1763, ვუნზიდელი ― † 14 ნოემბერი, 1825, ბაიროითი), გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია რომანები "ჰესპერუსი..." (1795), "კვინტუს ფიქსლაინის ცხოვრება" (1796), "ზიბენკეზი..." (1796-1797), "ტიტანი" (ტ. 1-4, 1800-1803), "ცელქობის წლები" (1804-1805). მნიშვნელოვანია აგრეთვე იდილია "ცხოვრება კმაყოფილი მსაწავლებლისა აუენთალელი მარიავუცისა" (1793), პედაგოგიური რომანი "ლევანი ანუ მოძღვრება აღზრდაზე" (ტ. 1-3, 1805) და "ესთეტიკის შესავალი" (ტ. 1-3, 1804).