ვიკიპედიიდან
14 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 318-ე დღე (ნაკიან წლებში – 319-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 47 დღე.
- 1851 : ჰერმან მელვილის რომანი მობი-დიკი გამოქვეყნდა ნიუ-იორკში 18 ოქტომბერს ლონდონში გამოქვეყნების შემდეგ.
- 1889 : პირველი ქალი ჟურნალისტი ნელი ბლაი (ელისაბედ კოხრეინი) იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო, რომელსაც 80 დღეში ასრულებს.
- 1896 : ნიაგარას ჩანჩქერზე ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა.
- 1908 : ალბერტ აინშტაინმა სინათლის კვანტური თეორია წარმოადგინა.
- 1918 : ჩეხოსლოვაკია რესპუბლიკა გახდა.
- 1921 : ესპანეთის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა.
- 1922 : ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია რადიოტრანსლირებას იწყებს ბრიტანეთში.
- 1925 : პარიზში გაიხსნა სიურეალისტების ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც შევიდა მაქ ერნსტის, მან რეის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოს ტილოები.
- 1936 : სსრკ-ში ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური შეიქმნა.
- 1940 : მმო - ინგლისის ქალაქი კოვენტრი დაბომბეს გერმანიის ლუფტვაფეს ბომბდამშენებმა.
- 1969 : აპოლოს პროგრამა - ნასამ აპოლო 12-ის გაშვება განახორციელა - მეორე მისია მთვარეზე, რომელზეც კოსმონავტები იმყოფებოდნენ.
- 1971 : მარინერის პროგრამა - მარინერ 9-მ მარსს მიაღწია და პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტის ორბიტას შემოუფრინა.
- 1972 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო იხურება 1000 ნიშნულზე პირველად ისტორიაში.
- 1991 : კამბოჯის უფლისწული ნოროდომ სიანუკი პნომ-პენში ბრუნდება ცამეტწლიანი დევნის შემდეგ.
- 1994 : ლამანშის გვირაბი გაიხსნა, რომელმაც პარიზი და ლონდონი დააკავშირა ერთმანეთს.
- 2000 : ნეტსკეიპ ნავიტაგორის ვერსია 6.0 გამოვიდა ორწლიანი დამუშავების შემდეგ.
- 2002 : არგენტინა მსოფლიო ბანკის $805 მილიონიან გადასახადზე დეფოლტს აცხადებს.
- 2003 : პლანეტოიდი 90377 სედნა აღმოაჩინეს.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: