ჟრუნი
ვიკიპედიიდან
ჟრუნი (Tetrastes bonasia), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35-37 სმ, მასა 350-500 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ტყის ზონაში კარპატებიდან სახალინამდე (კავკასიისა და კამჩატკის გარდა). მობინადრე ფრინველია. ჟრუნები ცხოვრობენ წყვილებად. საკვების ძებნაში მოკლე მანძილზე ნომადობენ. ბუდეს მიწაზე იკეთებენ. დედალი დებს 6-10 კვერცხს. იკვებებიან მცენარეთა მწვანე ნაწილებით - კკვირტებით, ყლორტებით, კენკრით, თესლებით, უფრო იშვიათად - მწერებით. ზამთარში ჟრუნი ღამეს თოვლში ათევს. სარეწაო ფრინველია.