რენტგენი, ვილჰელმ
ვიკიპედიიდან
ვილჰელმ კონრად რენტგენი (Wilhelm Conrad Röntgen, სწორად გამოითქმის რიონტგენი; 27 მარტი, 1845 - 10 თებერვალი, 1923) — გერმანელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა ბიურცბურგის უნივერსიტეტში. 1895 წელს აღმოაჩინა იქს-სხივები (რენტგენის სხივები), იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიკის დარგში. ასევე იკვლევდა კრისტალების პიეზო- და პიროელექტრულ თვისებებს, მაგნეტიზმს.