რიარიო, ვიოლანტე
ვიკიპედიიდან
ვიოლანტე რიარიო (იტალ.: Violante Riario) (* 1445, † 1474) – სავონელ რიარიოთა საგვარეულოს წარმომადგენელი.
ვიოლანტეს მამა პაოლო რიარიო სავონელი არისტოკრატი იყო, ხოლო დედა ბიანკა დელა როვერე რომის პაპის სიქსტ IV-ის და. მისი მეუღლე იყო ანტონიო სანსონი, რომელთანაც შეეძინა შვილი რაფაელე სასონი რიარიო. ვიოლანტეს ძმები იყვნენ ჯიროლამო და პიეტრო რიარიოები.