რიარიო, პიეტრო
ვიკიპედიიდან
პიეტრო რიარიო (იტალ.: Pietro Riario) (* 1447, † 1474) - იყო იტალიელი არისტოკრატი, სახელმწიფო მოღვაწე და კარდინალი.
პიეტროს მამა პაოლო რიარიო სავონელი არისტოკრატი იყო, ხოლო დედა ბიანკა დელა როვერე რომის პაპის სიქსტ IV-ის და. 1471 წელს ბიძის დახმარებით იგი კარდინალი გახდა. ამასთან ერთად პიტროს წლების განმავლობაში სხვადასხვა მარალი სასულიერო თანამდებობები ეკავა. მათ შორის ტრევიზოს ეპისკოპოსობა, სევილიის და შემდგომ ვალენსიის არქიეპისკოპოსობა და კონსტანტინოპოლის ტიტულარ-პატრიარქობა. 1473 წელს პიეტრო რიარიო ფლორენციის აქიეპისკოპოსი გახდა. პარალელურად მას ეკავა პაპის ფინანსთა განმგებლის პოსტი.
პიეტრო რიარიო ხელოვნებისა და ლიტერატურის მეცენატი და ცნობილი ჰუმანისტი იყო.