სამხრეთი კავკასია
ვიკიპედიიდან
სამხრეთი კავკასია - გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის შესაყართან, კავკასიის ნაწილი. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 სუვერენული სახელმწიფო: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი.
სახელმწიფო | დედაქალაქი | ფართობი | მოსახლეობა |
---|---|---|---|
აზერბაიჯანი | ბაქო | 86,6 | 7.710.000 |
საქართველო | თბილისი | 69,7 | 5.250.000 |
სომხეთი | ერევანი | 29,8 | 3.700.000 |
საბჭოთა ეპოქაში ამ მხარეს ამიერკავკასია ერქვა, რასაც პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, ვინაიდან იგი გამოხატავდა მდებარეობას პოლიტიკური ცენტრის მიმართ. სამხრეთი კავკასია გეოგრაფიული ტერმინია.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- ჩრდილოეთი კავკასია
- იბერიულ-კავკასიური ენები