საქართველოს პრეზიდენტები
ვიკიპედიიდან
საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს. 1992-1995 წლებში საქართველოს უმაღლეს ხელისუფალს სახელმწიფოს მეთაური ერქვა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აღდგენილ იქნა 1995 წელს. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად:
- ”საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში”.
[რედაქტირება] საქართველოს პრეზიდენტები
გვარი და სახელი | მოღვაწეობის წლები | თანამდებობის სახელი | |
---|---|---|---|
1 | გამსახურდია, ზვიად | 1991 – 1993 | საქართველოს პრეზიდენტი |
2 | შევარდნაძე, ედუარდ | 1992 – 1995 | არალეგიტიმური „სახელმწიფო საბჭოს“ თავმჯდომარე |
შევარდნაძე, ედუარდ | 1995 – 2003 | საქართველოს პრეზიდენტი | |
ბურჯანაძე, ნინო | 2003 – 2004 | საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
3 | სააკაშვილი, მიხეილ | 2004 – დღემდე | საქართველოს პრეზიდენტი |