შევარდნაძე, ედუარდ
ვიკიპედიიდან
ედუარდ შევარდნაძე (* 25 იანვარი, 1928), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003). დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფ. მამათში, პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა საფერშლო ტექნიკუმი, თბილისის პარტიული სკოლა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (დაუსწრებლად).
სექციების სია |
საბჭოთა პერიოდი
კომუნისტური პარტიის წევრი გახდა 20 წლის ასაკში, 1948 წელს. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. აპ პოსტზე ყოფნისას დაჯილდოვებულია სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.
პერესტროიკა
1985 წელს საბჭოთა "პერესტროიკის" წამომწყების, საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი ხელმძღვანელის მ. გორბაჩოვის ინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში. იგი დაინიშნა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. 1990 წელს გადადგა, "მოსალოდნელი დიქტატურისადმი" პროტესტის ნიშნად, ხოლო საბჭოთა იმპერიის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, დაუბრუნდა მინისტრის პოსტს.
ამ პერიოდში ე. შევარდნაძეს ასახელებენ ბერლინის კედლის დანგრევის ინიციატორად, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად.
საქართველოში დაბრუნება
შევარდნაძე იყო 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელი, ინიციატორი და ორგანიზატორი [საჭიროებს წყაროს მითითებას]. 1992 წლის მარტში სახელმწიფო საბჭოს მოწვევით თბილისში ჩამოვიდა როგორც "სახელმწიფოს მეთაური". მისი ხელისუფლების ხელშეკრულებების (მოსკოვის ხელშეკრულება, რომელსაც 1 თვეში გაგრის დაცემა მოჰყვა და სოჭის ხელშეკრულება, რაც სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანას ითვალისწინებდა) მიღების გამო დაეცა აფხაზეთი. მისივე ხელისუფლების მიერ 1992 წლის 24 ივნისს დადებულმა დაგომისის ხელშეკრულებამ საქართველოს ფატობრივად ჩამოაშორა სამაჩაბლო. მისი ინიციატივით საქართველო დსთ–ში შევიდა 1993 წელს. 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. 1995 წელს შექმნა საკუთრი პარტია, - "მოქალაქეთა კავშირი".
ომი აფხაზეთში
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |
მმართველობის შედეგები
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |
გადადგომა
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას [საჭიროებს წყაროს მითითებას] საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, რაც ოპოზიციური ორგანიზაციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დაუმორჩილებლობა დასრულდა 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციით", რასაც პრეზიდენტი შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. 2004 წლის 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
წინამორბედი: ვასილ მჟავანაძე |
საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1972 – 1985 |
შემდეგი: ჯუმბერ პატიაშვილი |
წინამორბედი: ანდრეი გრომიკო |
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1985 – 1991 |
შემდეგი: ბესსმერტნიხი, ალექსანდრ |
წინამორბედი: ზვიად გამსახურდია |
საქართველოს პრეზიდენტები 1992 – 2003 |
შემდეგი: ნინო ბურჯანაძე |