საშინელებათა ფილმი
ვიკიპედიიდან
საშინელებათა ფილმი არის კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: ფრანკენშტეინი, დრაკულა, კივილი და სხვ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] მუნჯი კინო
საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო ჟორჟ მელიეს ეშმაკის ციხე-სიმაგრე (1896), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა 1913 წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები.
მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული ფ.ვ. მურნოს ნოსფერატუ ვამპირი (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რობერ ვეინის დოქტორი კალიგარის კაბინეტს კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.
[რედაქტირება] ხმოვანი კინო
1930-იან წლებში Universal Pictures-მა აშშ-ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი აწარმოა, რომლებშიც "გოთური" ატმოსფერო იყო გამეფებული. ამ ფილმებს შორისაა დრაკულა და ფრანკენშტეინი.
1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.
1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ფსიქოში. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.
1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია კივილი.