სეუტა
ვიკიპედიიდან
სეუტა (ესპანურად Ceuta) არის ესპანეთის სამფლობელო ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. მაროკო თავის ტერიტორიად თვლის და ითხოვს მის დაბრუნებას.
- ფართობი - 19 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 85 ათასი, ძირითადად არაბები, ბერბერები, ესპანელები, ფრანგები.
- ისტორია - ფინიკიელთა კოლონია შემდგომში დაიკავეს კართაგენელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა, პორტუგალიელებმა (1415), ესპანელებმა (1580). 1663 წელს პორტუგალია-ესპანეთის კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის იდენტიფიკაციის საფუძველზე ესპანეთს დარჩა.