სიკა, ვიტორიო დე
ვიკიპედიიდან
ვიტორიო დე სიკა (7 ივლისი, 1901 - 13 ნოემბერი, 1974) — იტალიელი ნეორეალისტი კინორეჟისორი და მსახიობი.
დაიბადა სორაში, რომთან, უკიდურესად ხელმოკლე ოჯახში. თეატრალური მსახიობის კარიერა დაიწყო ადრეულ 1920-იანებში. 1923 წელს შეუერთდა ტატიანა პავლოვას თეატრალურ დასს. 1933 წელს საკუთარ სამსახიობო კომპანიას ქმნის მეუღლე ჯუდიტა რისონესა და სერჯიო ტოფანოსთან ერთად. დასი ძირითადად მსუბუქ კომედიებს თამაშობდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ისინი ასევე მუშაობდნენ სახეგანთქმულ რეჟისორთან ლუკინო ვისკონტისთან.
მისი შეხვედრა ცეზარე ძავატინისთან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: მათ ერთად დაწერეს რამდენიმე შემდგომში ყველაზე განთქმული ნეორეალისტური ხანის ფილმების სცენარები, მათ შორის "ფეხსაცმლის მწმენდავი" (Sciuscià) და "ველოსიპედების გამტაცებლები" (Ladri di biciclette).
პუბლიკამ ყველაზე უკეთ მიიღო მისი "ჩოჩარა" (La Ciociara, 1961): სოფია ლორენმა ამ ფილმში მთავარი როლისთვის ოსკარი დაიმსახურა და კრიტიკოსები მას საყოველთაოდ კლასიკად აღიარებენ.
გარდაიცვალა პარიზში 1974 წლის 13 ნოემბერს.