ტარბი (ფრინველი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ტარბი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ტარბი |
ტარბი (Pastor [Sturnus] roseus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 23 სმ აღწევს. ვარდისფერია, თავი, ფრთები და ბოლო მოლურჯო-შავი აქვს. გავრცელებულია ველებისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში - უნგრეთიდან დასავლეთ ალთაისა და ავღანეთამდე. ზამთრობს ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი (აპრილ-სექტემბერში). ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალში, ქვების ნაშალში და სხვა. დებს 5-6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 15 დღე-ღამე. დიდი რაოდენობით სპობს კალიას. ხშირად ნომადობს კალიების გუნდებთან ერთად. შემოდგომით ზიანს აყენებს ბაღ-ვენახებს.