ტოლკიენი, ჯონ
ვიკიპედიიდან
ჯონ რონალდ რუელ ტოლკიენი (John Ronald Reuel Tolkien; 3 იანვარი, 1892 - 2 სექტემბერი, 1973) იყო სამხრეთ აფრიკაში დაბადებული, ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი , რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების "ჰობიტი" და "ბეჭდების მბრძანებელი" ავტორი.იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959).ტოლკიენი იყო კლაივ ლიუისის მეგობარი - ორივე იყო ლიტერატორების მცირე ჯგუფის, "ინკლინგების" წევრი.
"ჰობიტისა" და "ბეჭდების მბრძანებლის" გარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის "სილმარილიონი" და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდას სამყაროზე და შუახმელეთზე.ტოლკიენის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი, კრისტოფერ ტოლკიენი.
ტოლკიენის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, პირველ რიგში, ე.წ. "ფენტეზის" ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე.