ტრანზისტორული რადიომიმღები
ვიკიპედიიდან
漢>ა; A>ა | ეს სტატია თარგმნის პროცესშია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. |
ტრანზისტორული რადიომიმღები — მცირე ზომის ტრანზისტორებით აწყობილი რადიოტალღების დამჭერი აპარატი, 540-1600 კილოჰერც AM დიაპაზონში მუშაობს.
1953 წელს ინტერმეტალმა წარადგინა შესაძლოა ისტორიაში პირველი ტრანზისტორული პორტატიული რადიო დიუსელდორფის რადიოგამოფენაზე. პირველი კომერციული ტრანზისტორული რადიომიმღები Regency TR-1 გამოუშვა 1954 წლის 18 ოქტომბერს ინდიანაპოლისის ინდუსტრიული განვითარების საინჟინრო ასოციაციის რეჯენსის განყოფილებამ (მოგვიანებით გადაერქვა ტექსას ინსტრუმენტსი. მისი ფასი იყო $49.99 (2005 წლის ამ. დოლარებში $361-ის ექვივალენტი) და თითქმის 150.000 ცალი გაიყიდა. რაითეონის და ზენიტის ტრანზისტორული რადიოებიც მალევე გამოვიდა, თუმცა უფრო მეტი ღირდა. პირველი იაპონური მოდელებიც (1957) $30-ზე მეტი ღირდა. შესაბამისად ტრანზისტორულმა რადიომიმღებებმა მასიური პოპულარობა ვერ მოიპოვა 1960-იან წლებამდე, როდესაც ზოგიერთ მოდელზე ფასი $20-მდე დავარდა, შემდეგ კი $10-მდე ჰონკონგიდან იაფფასიანი მოდელების შემოტანით.