ტრიუმფალური თაღი
ვიკიპედიიდან
ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი (ფრანგ. L’Arc de triomphe de l’Étoile) — მონუმენტი პარიზში, შარლ დე გოლის მოედნის ცენტრში, ყოფილი ვარსკვლავის მოედანი, შანზ-ელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში.
თაღის სიმაღლეა 49,51 მ, სიგანე 44,82 მ, სიმაღლე 29,19 მ. აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან - "მარსელიეზა", გრან-არმის გამზირის მხრიდან - "წინააღმდეგობა" და "მშვიდობა". თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 658 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: "აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919".