ტყის ქათამი
ვიკიპედიიდან
ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.