ფლორიდა (შტატი)
ვიკიპედიიდან
ფლორიდა (Florida, Fl), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. აღმოჩენილ იქნა ხუან პონსე დე ლეონის მიერ ვნების კვირას (ესპანურად Pascua Florida), სახელიც აქედან შეერქვა. ფლორიდა შეიქმნა 1513 წელს ესპანეთის მმართველობის ქვეშ, 1763 – გადაეცა ინგლისს, 1783 – დაიბრუნა ესპანეთმა. 1819 წელს იგი შესყიდულ იქნა ესპანეთისაგან 5 მლნ დოლარად. 1821-დან აშშ-ს ტერიტორიაა, 1845-დან - შტატი. 1861-1868 წლებში იყო კონფედერაციის წევრი.
- ფართობი – 140 ათასი.
- მოსახლეობა - 17,244 ათასი (თეთრი 79,1 %, აფროამერიკელი 13,6 %, კუბელი 10,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 84,3 %.
- ქალაქები – ტალაჰასი (დედაქალაქი), 137 ათასი, ჯექსონვილი, 680 ათასი, მაიამი, 365 ათასი, ტამპა, 285 ათასი.
- თავისებურებები – მდებარეობს ნახევარკუნძულზე, 50% ტყეებს უკავია, ეროვნული პარკი ევერგლეიდსი, კენედის კოსმოსური ცენტრი კანავერალის კონცხზე, დისნეილენდის პარკი.
- ცნობილი ადამიანები – კრის ევერტი, ჯეიმს ჯონსონი, ფილიპ რენდოლფი.
თარგი:აშშ-ის შტატები