ქუთაისის გუბერნია
ვიკიპედიიდან
ქუთაისის გუბერნია, ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1846 წლის დეკემბერში. ცენტრი - ქუთაისი. იყოფოდა 5 მაზრად: ახალციხის,ქუთაისის, ოზურგეთის, რაჭისა და შორაპნის. 1848 ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე სამურზაყანოს ოკრუგი. აღმოსავლეთის ომის (1853-1856) დროს სამხედრო ვითარებამ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვია ქუთაისის გუბერნიის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების გაერთიანება. 1856 წლის აგვისტოში შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო. 1867 ყოფილი სამეგრელოს სამთავრო (ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრები) ოფიციალურად ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. 1867 ახალციხის მაზრა თბილისის გუბერნიის გამგებლობაში გადავიდა. 1883 ქუთაისის გუბერნიაში შევიდა ბათუმის ოკრუგი და სოხუმის ოკრუგი. 1903 ართვინის, ბათუმის და სოხუმის ოკრუგები გამოეყვნენ ქუთაისის გუბერნიას. ქუთაისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.