შორაპნის მაზრა
ვიკიპედიიდან
შორაპნის მაზრა, ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ცენტრი შორაპანი. შეიქმნა 1846 წელს. შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. თავდაპირველად იყოფოდა: არგვეთის, დიმის, საჩხერის, სვერის, ხარაგაულის, ჩხარისა და შორაპნის უბნებად. XIX საუკუნის დასასრულს შორაპნის მაზრაში შედიოდა ყვირილის, საჩხერის, წიფის, ჭიათურისა და ჩხარის უბნები. შორაპნის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.