ყაპყაპისნაირნი
ვიკიპედიიდან
ყაპყაპისნაირნი (Coraciiformes), ფრინველთა რიგი. მოიცავს 10 ოჯახში და 54 გვარში გაერთიანებულ 193 სახეობას, რომლითაგან საქართველოში ბუდობს 4 (ალკუნი, კვირიონი, ყაპყაპი, ოფოფი), მიმოფრენისას გვხვდება 1 (მწვანე კვირიონი). რიგი აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს (სხეულის სიგრძე 9-160 სმ, მასა 10 გ - 4 კგ). რიგი აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს (სხეულის სიგრძე 9-160 სმ, მასა 10 გ - 4 კგ). გავრცელებული არიან ტროპიკულ (უმრავლესობა) და ზომიერ სარტყლებში (უკანასკნელნი, ალკუნის გარდა, ზამთრობენ თბილ ქვეყნებში). მონიგამიური, ბარტყოვანი ფრინველები არიან. ბუდობენ წყვილებად და კოლონიებად, ბუდეს იკეთებენ კლდეთა ნაპრალებში, სოროებში, ხის ფუღუროში, შენობებზე. დებენ 1-9 კვერცხს. იკვებებიან მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, ფრინველ-მარტორქები - ხილით. კვირიონებს ზიანი მოაქვთ მეფუტკრეობისათვის.