შოთაძე, სვიმეონ
ვიკიპედიიდან
სვიმეონ შოთაძე, XVI საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ათაბაგ ყვარყვარე III-ის (1516-1535) თანამედროვე. სადგერის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი. მას ეკუთვნის 16-მარცვლიანი შაირით დაწერილი, წმ. გიორგისადმი მიძღვნილი 25-სტროფიანი ოდა, რომელიც აღმოაჩინეს ილ. აბულაძემ და ქრ. შარაშიძემ. მათი ვარაუდით, შოთაძის გვარი შოთა რუსთაველიდან უნდა მომდინარეობდეს.