შურთხი
ვიკიპედიიდან
შურთხი (Tetraogallus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ხუთივეა გავრცელებული - კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, ციმბირის, შუა და ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთში. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. გაზაფხულზე ტიხტიხის შემდეგ დედალი პატარა ორმოში დებს 8-10 კვერცხს და კრუხობს 3 კვირაზე მეტხანს. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 10 ათასი კავკასიური და 50 ცალამდე კასპიური შურთხი.