ხუნანი (მხარე)
ვიკიპედიიდან
ხუნანი, მხარე ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავდა ტერიტორიას მინარეების პასანსუსა და ძეგამჩაის შორის (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). ქართული ეროვნული ტრადიციით, ძვ. წ. III საუკუნეში არსებობდა ხუნანის საერისთავო, დაარსებული მეფე ფარნავაზ III-ის მიერ. წყაროებში იხსენიება V საუკუნის ხუნანის ერისთავი ნერსარანი. საერისთავო მოიცავდა საკუთრივ ხუნანის ოლქს, ძოროფორს, კოლბოფორსა და გარდაბანს. V საუკუნეში მეფე ვახტანგ I გორგასალმა ხუნანში საეპისკოპოსო დააარსა. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია გაგის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.