ჰაიეკი, ფრიდრიხ
ვიკიპედიიდან
ჰაიეკი, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ (*8 მაისი. 1899, ვენა ― † 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში) ავსტრიელი ეკონომისტი. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1921), ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-1969) უნივერსიტეტების პროფესორი, 1970-იდან ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი. ჰაიეკი ცდილობს ავსტრიული ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიკური სუბიექტურ-ფსიქოლოგიური მეთოდი შეუთავსოს მათემატიკურ თეორიასა და იდეალისტურ ფილოსოფიას. კაპიტალს განიხილავს როგორც ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციისათვის დამახასიათებელ მუდმივ კატეგორიას. ჭარბწარმოების ეკონომიური კრიზისების მიზეზად მიაჩნდა ინვესტიციების მეტისმეტი ზრდა და ბანკების მიერ არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, კრიზისების აღმოფხვრის საშუალებად კი - მშრომელი მასების მოხმარების დონისა და ხელფასის შემცირება. წინააღმდეგია ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევისა, უხეშად ამახინჯებს კომუნისტური მშენებლობის თეორიასა და პრაქტიკას. ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).