ჰაიმი, გეორგ
ვიკიპედიიდან
ჰაიმი, გეორგ (* 30 ოქტომბერი. 1887, ჰირშბერგი ― † 16 იანვარი. 1912, ბერლინი), გერმანელი მწერალი; ადრეული ექსპრესიონისტული ლირიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. თავის შემოქმედებაში ჰაიმმა ვიზიონერულად იწინასწარმეტყველა მომავალი ომების საშინელებანი და გამოსახა დიდი ქალაქების გამანადგურებელი ზემოქმედება ადამიანის სულზე ლირიკული კრებული "მარადიული დღე" 1911, "Umbra Vitae" ("ცხოვრების ჩრდილი"), 1912; ნოველების კრებული "ქურდი", 1913 და სხვა.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |