ვიკიპედიიდან
30 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 303-ე დღე (ნაკიან წლებში – 304-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 62 დღე.
- 1270 : მერვე ჯვაროსნული ომი და ტუნისის ალყა სრულდება სიცილიის მეფე კარლ I-სა და ტუნისის სულთანს შორის შეთანხმებით.
- 1905 : რუსეთის მეფე ნიკოლოზ II ამტკიცებს რუსეთის პირველ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ასამბლეის შექმნას.
- 1918 : ოსმალეთის იმპერია მოკავშირეებთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდება, რითაც სრულდება პირველი მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში.
- 1920 : ავსტრალიის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა სიდნეიში.
- 1941 : ნაცისტებმა 1500 ებრაელი პიდჰაიციდან (დასავლეთ უკრაინა) ბელზეკის სიკვდილის ბანაკში გაამგზავრა.
- 1947 : ტარიფებსა და ვაჭრობაზე საერთო შეთანხმება (GATT) შედის ძალაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.
- 1960 : მაიკლ ვუდროფი პირველ წარმატებულ თირკმლის გადანერგვას ატარებს დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალში.
- 1961 : საბჭოთა კავშირმა წყალბადის ატომის ბომბი "ცარ ბომბა" გამოსცადა ახალ მიწაზე; 58 მეგატონის ყუმბარა დღემდე უდიდესი ბირთვული დანადგარია, რომელიც კი ოდესმე გამოუცდიათ. ნიკიტა ხრუშოვის განცხადებით მეცნიერები 100 მეგატონას გეგმავდნენ, თუმცა იძულებული გახდნენ იგი შეემცირებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ მოსკოვის ყველა ფანჯრის ჩამსხვრევა.
- 1983 : არგენტინაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ.
- 1985 : კოსმოსური შატლი ჩელენჯერის ბოლო წარმატებული მისია განხორციელდა.
- 2005 : დრეზდენის ფრაუენკირხეს 13-წლიანი რესტავრაცია დასრულდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: