ჰაინკელი, ერნსტ
ვიკიპედიიდან
ჰაინკელი, ერნსტ (* 24 იანვარი, 1888, გრუნდბახი (ვიურტემბერგი) ― † 30 იანვარი, 1958, შტუტგარტი), გერმანელი ავიაკონსტრუქტორი. 1911 წელს დაამთავრა უმაღლესი ტექნიკური სკოლა შტუტგარტში. 1913-1922 წლებში მუშაობდა თვითმფრინავთსაშენი ფირმების მთავარ კონსტრუქტორად. I მსოფლიო ომის (1914-1918) პერიოდში შექმნა 30-ზე მეტი ტიპის თვითმფრინავი. 1922 ვარნემიუმდეში (გერმანია) დააარსა თვითმფრინავთსაშენი ფირმა, რომელიც 1945-მდე არსებობდა. ფირმა უშვებდა 100-ზე მეტი ტიპის თვითმფრინავს. 1939 წელს ააგო პირველი საცდელი რეაქტიული თვითმფრინავები He-176 და He-178. ჰაინკელის მიერ აგებულ ორძრავიან ბომბდამშენებს He-111 ფართოდ იყენებდნენ II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს. 1950 წლიდან ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთსაშენ ფირმას შტუტგარტში.