ჰალევი, ჟაკ ფრანსუა
ვიკიპედიიდან
ჰალევი, ალევი ჟაკ ფრანსუა ფრომანტალ ელი (ნამდვილი სახელი და გვარი ელიას ლევი) (* 27 მაისი, 1799, პარიზი ― † 17 მარტი, 1862, ნიცა), ფრანგი კომპოზიტორი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1836). ნატიფი ხელოვნების აკადემიის მუდმივი მდივანი (1854-იდან), 1809-1819 სწავლობდა პარიზისკონსერვატორიაში (ა. ბერტონსა და ლ.კერუბინისთან), სადაც პარალელურად 1816-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა (1827-იდან პროფესორი), მისი მოწაფეები იყვნენ ჟ. ბიზე, შ. გუნო, კ. სენ-სანსი. ჰალევი ე. წ. დიდი ოპერის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები "კვიპროსის დედოფალი" (1841), "შარლ VI" (1843) და განსაკუთრებით "ებრაელი ქალი" ("კარდინალის ასული", 1835). დაწერილი აქვს აგრეთვე ბალეტები, კანტატები, საკულტო მუსიკა.