ჰაუფი, ვილჰელმ
ვიკიპედიიდან
ვილჰელმ ჰაუფი (* 29 ნოემბერი, 1802, შტუტგარტი ― † 18 ნოემბერი, 1827, იქვე), გერმანელი მწერალი, გვიანდელი რომანტიკოსი. წერდა ლექსებს, ზღაპრებს, მოთხრობებს, რომანებს, სიმღერებს. მისი "ლიხტენშტაინი" (1826, ქართული თარგმანი 1968) პირველი გერმანული ისტორიული რომანია, რომელიც შექმნილია უ. სკოტის ისტორიული რომანების ყაიდაზე. ჰაუფს ეკითვნის რომანი "კაცი მთვარეზე" (1826), მოთხრობები "შპესარტის ფუნდუკი" (1826), "ცნობები სატანის მემუარებიდან" (1826-1827), "ფანტაზიები ბრემენის რატუშის სარდაფში" (1827), "ნოველები" (გამოქვეყნდა 1828) და სხვა.