აბანიანო, ნიკოლა
ვიკიპედიიდან
ნიკოლა აბანიანო (Abbagnano) (* 15 ივლისი, 1901, სალერნო, იტალია ― † 9 სექტემბერი, 1990, მილანი), იტალიელი ფილოსოფოსი, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი, ე. წ. პოზიტიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი.
აბანიანო ცდილობს დაძლიოს ევროპული ეგზისტენციალიზმის პესიმისტური თვალსაზრისი და ადამიანს მოუნახოს მოქმედების პოზიტიური პროგრამამ რომელიც არსებობის მყარ და საიმედო საყრდენად იქცევა. ადამიანური სამყარო, აბანიანოს მიხედვით, არის შესაძლებლობათა სამყარო, სადაც ადამიანს მათი თავისუდალი არჩევის საშუალება აქვს. შესაძლებლობათა არჩევა, აბანიანოს მიხედვით, გულისხმობს როგორც ცალკეული ინდივიდის არსების, ისე, საერთოდ, ადამიანური სამყაროს ურთიერთობათა ანალიზს.