ვიკიპედიიდან
9 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 252-ე დღე (ნაკიან წლებში – 253-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 113 დღე.
- 1543 : მერი სტიუარტი, ცხრა თვის ასაკში, ოფიციალურად "შოტლანდიელთა დედოფლად" აკურთხეს ცენტრალური შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში.
- 1776 : კონტინენტური კონგრესი ოფიციალურად არქმევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას შეერთებულ შტატებს (ქვეყნად იქცა კონსტიტუციის რატიფიკაციის შემდეგ).
- 1801 : ბაქო და მისი რაიონი რუსეთის შემადგენლობაში შედის.
- 1850 : კალიფორნია აშშ-ის 31-ე შტატი ხდება.
- 1850 : ფედერალურ მთავრობასთან მიღწეული კომპრომისით ტექსასს მისი ტერიტორიის მესამედი ჩამოერთვა (ამჟ. კოლორადოს, კანზასის, ნიუ-მექსიკოს, ოკლაჰომასა და ვაიომინგის ნაწილი) ტექსასის ანექსიამდე $10 მილიონი დავალიანების ათვისების სანაცვლოდ.
- 1922 : საბერძნეთ-თურქეთის ომი დასრულდა თურქების გამარჯვებით. ქალაქ სმირნას (ამჟ. იზმირი) დიდი ნაწილი დაიწვა. არათურქული მოსახლეობა გაიხიზნა.
- 1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, აარსებს რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.
- 1945 : მეორე ჩინეთ-იაპონიის ომი - იაპონია ფორმალურად ნებდება ჩინეთს.
- 1956 : ელვის პრესლი პირველად გამოდის ეროვნული ტელევიზიით.
- 1970 : დაიწყო ავტომობილი «ვაზ-2101» ჟიგულის წარმოება.
- 1991 : ტაჯიკეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1991 : სონის პლეისტეიშენი გამოდის აშშ-ში.
- 2001 : იუნიქს ბილენიუმი იწყება 01:46:40 UTC დროით.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: