აგიაშვილი, ნიკოლოზ
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი (* 1 სექტემბერი, 1903, სოფ. დიხაშხო, ახლანდელი ვანის რაიონი ― † 27 სექტემბერი, 1984, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.
სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1925 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა გამომცომლობათა რედაქციებში. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი თარგმანები (ჯ. ლონდონის, ლ. ტოლსტოის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, მ. გორკის, ვ. მაიაკოვსკისა და სხვათა ნაწარმოებები). ავტორია წიგნებისა "სერვანტესის ცხოვრება" (1941) და "ჭაბუკები დარჩნენ მარად" (1961). საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968).