ალეურა
ვიკიპედიიდან
ალეურა, მდინარე ახალგორის რაიონში, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 95 კმ². სათავე აქვს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე საფერშეთის მთის მახლობლად. მიედინება ღრმა და ვიწრო ტყიან ხეობაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა - გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამტარში.